პროექტის სახელწოდება:
,,მათემატიკა ჩემს გარშემო ‘’
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები
იკვლევენ მათემატიკის როლს ადამიანის ცხოვრებაში.
პროექტის აქტუალობა: მასალის მოძებნა ინტერნეტის გამოყენებით,დისკუსიების
გამართვა,ინტერვიუს აღების მეთოდით საკითხში ჩაღრმავება.
პროექტის მიზნები:
მათემატიკური ცნებებისა და პროცედურების ფლობა,მათი
გამოყენების უნარი რეალური პრობლემების გადაჭრისას.
კომუნიკაციის იმ საშუალებეების ფლობა რომელიც საჭიროა
ინფორმაციის მისაღებად და გადასაცემად მათემატიკური ენის და საშუალების გამოყენებით.
ძირითადი უნარ-ჩვევები,რომელთა ჩამოყალიბებასაც ემსახურება
თანამედროვე განათლება.
მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:
ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც
შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს,აკეთებენ
პრეზენტაციებს, ფოტო ალბომებს, ფოტო გამოფენას,ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობას.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი
აქტივობები):
ა)მოსწავლეები იკვლევენ რომელ მათემატიკურ ჩვევებს ფლობენ
ადამიანები.
ბ)მათემატიკის გამოყენება სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებაში.
გ)მათემატიკის როლის მოძიება ისტორიულ წყაროებში,მათემატიკის
მნიშვნელობა გლეხკაცის ცხოვრებაში:( საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში არსებული ძველი
სიგრძისა
და წონის ერთეულები, ფართობის გამორკვება, მოძიება და
მათი შედარება დღევანდელ ერ-
თეულებთან.)
საგნებთან /საგნობრივ
ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
მათ.VIII.8. მოსწავლეს
შეუძლია ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის და მათი სახეობების
შესადარებლად. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: აყალიბებს მიმართებებს (მაგალითად
ზოგადობა - კერძოობა ) ფიგურათა სახეობებს ან თვისებებს შორის, სქემატურად გამოსახავს
ამ მიმართებებს (მაგალითად ცხრილის ან დიაგრამის საშუალებით ); ფიგურის მოცემულ თვისებებს
(მათ შორის სიმეტრიულობა) შორის ირჩევს თვისებათა იმ მინიმალურ ერთობლიობას, რომელიც
ცალსახად განსაზღვრავს ამ ფიგურას; მოცემული ხედების მიხედვით ასახელებს სივრცული
ფიგურის შესაძლო სახეობას.
მათ.VIII.9. მოსწავლეს
შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების მოძებნა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
იყენებს ფიგურათა თვისებებს და ტოლი ფიგურების შესაბამისი ელემენტების შედარების
მეთოდს ფიგურის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად; პოულობს ფიგურის ფართობს მარტივ ფიგურებად დაყოფის
ან მარტივ ფიგურამდე შევსების ხერხით;
პროექტის ხელმძღვანელი
(მასწავლებელი);დარეგან მელიქიშვილი.
No comments:
Post a Comment