გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
სიმრავლეთა თანაკვეთა და გაერთიანება
კლასი
VII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
23 მოსწავლე
პედაგოგის სახელი და გვარი
დარეჯან მელიქიშვილი
გაკვეთილის  სასწავლო მიზნები
·         მოსწავლეს განუვითარდეს სიმრავლეებზე ოპერაციების თვალსაჩინოდ წარმოდგენ
·         ამოცანების ამოხსნის თვალსაჩინო ხერხების გამოყენების უნარის განვითარება.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები
მათ. VII.6.   მოსწავლეს შეუძლია სიმრავლური ცნებებისა და ოპერაციების გამოყენება ამოცანის ამოხსნისას.
·      სხვადასხვა ხერხით მოცემული სიმრავლისათვის განსაზღვრავს მოცემული ელემენტის კუთვნილებას ამ სიმრავლისადმი;
·      პრობლემის გადაჭრისას, იყენებს ზოგიერთ დამხმარე ხერხს სიმრავლეთა შორის მიმართებების დასადგენად და სიმრავლური ოპერაციების შესასრულებლად;
·      სწორად იყენებს სიმრავლეთა თეორიის ცნებებს და შესაბამის აღნიშვნებს სასრულ სიმრავლეებზე ოპერაციების (ორი სიმრავლის თანაკვეთა და გაერთიანება), სასრულ სიმრავლეთა შორის მიმართების, ელემენტსა და სიმრავლეს შორის მიმართების გამოსახვისას.

მასალა, რესურსები
სახელმძღვანელო, ცარცი, დაფა,კომპიუტერი.
აქტივობის აღწერა
 სიმრავლეთა თანაკვეთისა და  გაერთიანების გაცნობამდე მოსწავლეებს წარმოდგენას შევუქმნი სიმრავლის ცნებაზე. თვალსაჩინოებისათვის გამოვიყენებ მონიტორს,სადაც თვალნათლივ ვანახებ მათ ერთ და მრავალელემენტიან სიმრავლეებს . ანალოგიურად ვაჩვენებ ვენის დიაგრამებით სიმრავლეთა თანაკვეთას და გაერთიანებას.
გარკვეული თვისებების მითითებით მოსწავლეები ასახელებენ სიმრავლეს რომელსაც ამ თვისების მქონე ყველა ობიექტი ქმნის.
მოსწავლეებს გავაცნობ სიმრავლის ჩაწერის სხვადასხვა ფორმას, აგრეთვე გავაცნობ სიმრავლეთა  გაერთიანების,თანაკვეთის, ქვესიმრავლისა და ეკუთვნის სიმბოლოების ჩაწერას.
 დრო
სიის ამოკითხვა 2წთ

შეფასება







No comments:

Post a Comment